logo
ENG



"პუტინმა ინტერვიუში ბევრი ტყუილი თქვა" - შოლცი ბაიდენთან შეხვედრისას

11 თებ 202410:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/11/u6moeeq25d2053f.jpg

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრი ტყუილი თქვა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერ არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს განცხადება მან Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა. მიზეზად, რატომაც "ვერ აღწევს" რუსეთი თავის მიზნებს უკრაინაში, პუტინმა კვლავ დენაციფიკაცია დაასახელა.

"რუსმა დიქტატორმა ინტერვიუში ბევრი ტყუილი თქვა. პუტინი მხოლოდ მეზობლების ტერიტორიის ნაწილის მოპოვებითაა დაინტერესებული - ეს იმპერიალიზმია.

ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, არის რუსეთის პრეზიდენტის სურვილი - უკრაინის ტერიტორიების ანექსიის. ჩვენი საერთო გზავნილია, რომ უკრაინისადმი დახმარება არ შემცირდება", - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში 9 თებერვალს გაემგზავრა. შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა ამერიკის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს.


close დახურვა